LaTerra - ვინ ვართ ჩვენ
LaTerra შექმნილია ყვარელში, ქართული მეღვინეობის უძველეს რეგიონში.
ყვარლის უნიკალური მიკროკლიმატი და ნიადაგი, ყურძენს, შემდეგ კი მისგან დაყენებულ ღვინოს, გამორჩეულ გემოსა და არომატებს ანიჭებს.
სწორედ ეს ნიადაგი და გარემო პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, ვაწარმოოთ განსაკუთრებული გემოვნური თვისებების მქონე პრემიუმ ხარისხის ღვინოები.
ლატერას სავიზიტო ბარათია მაღალტექნოლოგიური ღვინის ქარხანა, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის იტალიური დანადგარებით.
კომპანიის ფილოსოფია
კომპანიის ფილოსოფია მარტივია - ჩვენ ვქმნით ქართულ ღვინოს, რომელშიც ქართული ღვინის ხასიათთან შეზავებულია ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის ხარისხი და სიმსუბუქე.
კომპანიის მთავარი მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მაქსიმალურად გამოავლინოს ტრადიციული ქართული ჯიშების პოტენციალი.
ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროდუქტს, რომელიც აერთიანებს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობას.
LaTerra - ახალი სიტყვა ქართული ღვინის ბაზარზე
LaTerra – ეს არის თანამედროვე მეღვინეობის მაგალითი, სადაც ტრადიცია და ინოვაცია იდეალურ ბალანსს ქმნის. ჩვენ ვამკვიდრებთ ღვინის ბიზნესის კეთების ახალ სტანდარტს, სადაც ხარისხი, პროფესიონალიზმი და გრძელვადიანი ხედვა მთავარი ფასეულობებია